მოითხოვე ინდივიდუალური შეთავაზება
თანამედროვე სამუშაო გარემო საკმაოდ დინამიური და მოთხოვნადია. მსგავსი ტენდენციის შესაბამისად, კომპანიების მხრიდან აუცილებლობას წარმოადგენს თანამშრომლების კეთილდღეობასა და განწყობაზე ზრუნვა. მსგავს ასპექტებზე ზრუნვისას ხშირად ხდება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების დაიგნორება, როგორსაც ჰიდრატაცია წარმოადგენს. წყლის დალევის წახალისება ჩვეულებრივ და მარტივ მიდგომად ითვლება, თუმცა რეალურად საკმაოდ დიდი ზეგავლენის მქონე ასპექტს წარმოადგენს. სამუშაო პროცესის განმავლობაში რეგურალური შესვენება და წყლის დალევა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და გადაღლის პრევენციას. საოფისე წყლის დისპენსერი სწორედ მსგავსი პოზიტიური ელემენტის შემომტანი შეიძლება გახდეს თქვენი ბრენდის სამუშაო სივრცეში. ზოგადად წყლის სმა და შესვენება საკმაოდ მარტივად შეიძლება იქცეს სინონიმებად. სწორედ აღნიშნული ჩვევის დადებით ეფექტზე ჩატარდა კვლევა „University of Connecticut“-ის მიერ. კვლევის შედეგების მიხედვით, წყლის რეგულარული სმა ხელს უწყობს ტვინის ფუნქციების ოპტიმალური დონის შენარჩუნებას, რაც პირდაპირ კავშირშია სტრესის შემცირებასთანაც.
წყლის დისპენსერი ოფისისთვის უამრავი სასარგებლო ეფექტის და უპირატესობის მომტანი შეიძლება გამოდგეს. სამუშაო მაგიდიდან ადგომა და საოფისე წყლის ბართან მისვლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰიდრატაციაზე ზრუნვა. ეს წარმოადგენს მენტალურ შესვენებას, სტრესისგან თავის დაცვის ხერხს და კოგნიტური ფუნქციების განტვირთვის საშუალებას. წყლის ბოთლის ასავსებად ადგომა და სამუშაო მაგიდის დროებით დატოვებაც კი საკმაოდ მნიშვნელოვანია თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვის საკითხში. „Harvard Business Review“-ის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ჩვევა განსაკუთრებით აუმჯობესებს პერსონალის ფოკუსს და პროდუქტიულობის დონეს. აღსანიშნავია, რომ რეგულარულ ჰიდრატაციის პოპულარიზაციისთვის შექმნილი საოფისე წყლის ბარი ასევე დიდ გავლენას ახდენს თანამშრომლების იმუნურ სისტემაზეც. შესაბამამისად, საოფისე წყლის დისპენსერის ყიდვა უზრუნველყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებით გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებასაც.
საოფისე წყლის დისპენსერი წარმოადგენს სამუშაო პერსონალზე ზრუნვის ინიციატივის განუყოფელ ასპექტს. მაგალითად, “Google” აქტიურად აწარმოებს თანამშრომლებზე ზრუნვაზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურის დანერგვას. აღნიშნული ინიციატივის ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ინტეგრაციისთვის სწორედ საოფისე წყლის დისპენსერები და ჰიდრატაციის პოპულარიზაციაზე ზრუნვა გამოიყენება. ერგონომიული და ესთეტიური კუთხეების მოწყობა წყლის დასალევად კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს პერსონალის სიჯანსაღეს და სტრესისგან დაცვას. როგორც „Cornell University of Ergonomics Lab“ აცხადებს, მოხერხებული წყლის საოფისე დისპენსერები ხელს უწყობს თანამშრომლების კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის დონის ზრდას.