Inspiration

წყლის დისპენსერი ესთეტიკის ცენტრებისთვის – სიჯანსაღის ფორმულა

წყლის დისპენსერი

წყლის დისპენსერი ესთეტიკის ცენტრებისთვის - სიჯანსაღეზე სწორი ზრუნვის გარანტი

ჰიდრატაცია კანის სიჯანსაღისთვის აუცილებელ და საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ითვლება წყლის დისპენსერი სილამაზის სალონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო აქსესუარად. გემრიელი და გაფილტრული წყლის მარტივი ხელმისაწვდომობა სალონის ვიზიტორებს პროცედურამდე, პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგაც უადვილებს წყლის დალევას. ეს პოზიტიურად აისახება როგორც გამაჯანსაღებელი პროცედურების, ისე თავის მოვლის პროდუქტების ეფექტურობაზეც. მსგავსი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ასპექტის წყალობით შესაძლებელია როგორც პროცედურებით უკეთესი შედეგის მიღწევა, ისე კლიენტების კმაყოფილების დონის გაზრდაც. ამასთანავე, ვიზიტორებისთვის წყლის და მსგავსი სასარგებლო ასპექტების შეთავაზება რუტინულ პროცედურასაც კი განტვირთვისა და დასვენების საათად გარდაქმნის. შესაბამისად, ბრენდისთვის წყლის დისპენსერი ლოიალური კლიენტების აუდიტორიის შექმნის გარანტიადაც შეიძლება აქციოთ.

წყლის დისპენსერები კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად

წყლის დისპენსერის დამონტაჟება საკმაოდ ჭკვიანური და გრძელვადიანი ინვესტიციაა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. თუმცა, ეს განსაკუთრებით სასარგებლო სტრატეგიას წარმოადგენს ესთეტიკის ცენტრის მფლობელებისათვის. აღნიშნული ბიზნესისთვის მსგავსი აქსესუარი უზრუნველყოფს შემოსავლის ზრდას, ლოიალური კლიენტების რაოდენობის გაზრდასა და კონკურენტუნარიანი ბიზნესის შექმნას. განმეორებითი ვიზიტების სიხშირეს სწორედ ისეთი სივრცის შექმნა უზრუნველყოფს, სადაც ხარისხიანი სერვისის შეთავაზება და ვიზიტორების კეთილდღეობაზე ზრუნვა ერთნაირადაა გათვალისწინებული. ამასთანავე, სალონში წყლის დისპენსერის დამონტაჟება ბრენდის იდენტობის უკეთ გამოკვეთასაც განაპირობებს. მაგალითად, ინტერიერში წყლის დისპენსერისა და მსგავსი ინოვაციური დეტალების ინტეგრირება განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას საშუალოდ  10-20%-ით ზრდის.

წყლის დისპენსერი სპა ცენტრებისთვის - ბრენდის განვითარების სტრატეგია

სპა ცენტრების ხშირი სტუმრების გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ მათი 80% განმეორებით სწორედ ისეთ სივრცეს სტუმრობს, სადაც წყლის ავტომატური დისპენსერი დგას. სპა ცენტრების სამიზნე აუდიტორიისთვის ყოველთვის უფრო სასურველია ისეთ სივრცეში განტვირთვა, სადაც მათთვის კომფორტის შექმნას დამატებითი აქსესუარების ინტეგრირებითაც უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ზემოხსენებული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მომგებიანია ისეთი აქსესუარების გამოყენება, რომელიც ბრენდის კონკურენტუნარიანობასა და პოპულარობას ერთნაირი წარმატებით ზრდის. ამასთანავე, პოტენციური კლიენტებისთვის ყოველთვის უფრო სასურველია ისეთი ბრენდის სერვისით სარგებლობა, რომელიც აქტიურად ეწევა სიჯანსაღისა და ჰიდრატაციის კულტურის პოპულარიზაციას.

დაგვიკავშირდით კორპორატიული შეთავაზების მისაღებად