ადამიანის ორგანიზმის უდიდეს ნაწილს წყალი შეადგენს. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას არაერთი ჯადოსნური თვისება აქვს და წყლის სწორად სმა გვეხმარება, ვიყოთ მეტად ენერგიულები და ჯანსაღები. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რა უნდა გაითვალისწინოს ყოველდღიურად წყლის მიღებისას.
ამ მარტივი ტესტის შევსება დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის საჭირო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს — წყალს.