მოითხოვე ინდივიდუალური შეთავაზება
წყლის დისპენსერები ოფისისთვის - პერსონალზე ზრუნვისთვის
სამუშაო პროცესის ეფექტურობის და პერსონალის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ბიზნესის წარმატების გარანტია. მსგავსი ჰარმონიის მისაღწევად აუცილებელია კოგნიტურ ფუნქციებზე ყურადღების გამახვილება. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციის სწრაფად დამუშავებას და კონცენტრაციის მაღალი დონის შენარჩუნებას. თანამედროვე კვლევებით გამოვლინდა ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც კოგნიტურ ფუნქციებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ჰიდრატაცია ასრულებს. სწორედ ამიტომაა სასარგებლო საოფისე წყლის დისპენსერის ყიდვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის მიღება ადამიანის გონებას ეფექტურად მუშაობაში უწყობს ხელს. მსგავსი პოზიტიური ეფექტებით სარგებლობა კორპორატიულ გარემოში საკმაოდ დიდი წარმატებისა და პროდუქტიულობის საწინდარს წარმოადგენს.
საოფისე ავტომატური წყლის დისპენსერის ყიდვა - პროდუქტიულობის გარანტი
„University of East London“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჰიდრატაციას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს კოგნიტურ ფუნქციებზე. ცნობილ უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ჰიდრატაცია დაახლოებით 14%-ით აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი საოფისე წყლის დისპენსერის ყიდვა პროდუქტიული გარემოს შექმნისათვის. სწორედ მსგავსი ასპექტების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორსაც მაგალითად „Microsoft” წარმოადგენს. აღნიშნული ბრენდის სამუშაო სივრცეებში საკმაოდ ბევრი საოფისე წყლის დისპენსერი შეგხვდებათ. კომპანიის წარმომადგენლები ასევე ხშირად უზრუნველყოფენ ჰიდრატაციის პოპულარიზაციასა და მისი დადებითი თვისებების შეხსენებას თანამშრომლებისთვის. ასეთი მიდგომა ჰიდრატაციასა და ტვინის ფუნქციების ეფექტურ მუშაობას შორის გამოვლენილი კავშირის ზეგავლენითაა გამოწვეული.
ადამიანის კოგნიტურ ფუნქციებზე ჰიდრატაციის გავლენა მხოლოდ კონცენტრაციის დონის გაუმჯობესებით არ შემოიფარგლება. „'Frontiers in Human Neuroscience”-ის კვლევებმა ასევე გამოავლინეს კავშირი კრეატიულ აზროვნებასა და წყალს შორის. ჰიდრატაციის მაღალი დონე უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების უნარის გაუმჯობესებას და ბევრად უფრო კომპლექსური, კრეატიული პრობლემების უკეთ ამოხსნას. ავტომატური წყლის დისპენსერი კიდევ უამრავი სასარგებლო ფსიქოლოგიური ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს სამუშაო სივრცეში. მაგალითად, „University of Connecticut“-ის კვლევაზე დაყრდნობით გამოჩნდა, რომ ჰიდრატაცია უზრუნველყოფს ხასიათის გაუმჯობესებას. წყლის რეგულარული დალევა ასევე ამცირებს დაღლილობისა და შფოთვების დონესაც. შესაბამისად, საოფისე წყლის დისპენსერი შესამჩნევად აუმჯობესებს მენტალურ მდგომარეობას, რაც დინამიურ და დატვირთულ სამუშაო პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. წყლის ავტომატური დისპენსერი წარმოადგენს თანამშრომლებზე ზრუნვის ყველაზე ჯანსაღ და მარტივ გზას. მისი დახმარებით გააუმჯობესებთ როგორც მთლიანი სამუშაო სივრცის პროდუქტიულობის დონეს, ისე პერსონალის ხასიათსა და მორალს.