Uncategorized @ka-ge

NAMI8 ჯანსაღი ცხოვრების კვალდაკვალ – წყლის სმის ახალი კულტურა საქართველოში

სუფ­თა წყლის მოხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მით უფრო, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად 1,5-დან 2 ლიტ­რამ­დე სი­თხის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რად მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თა და ქი­მი­კა­ტე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლის მი­ღე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას.

თუ ჩვენს სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში წყლის ეკო­ლო­გი­ურ სი­სუფ­თა­ვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭვი გვე­პა­რე­ბა ან არ გვსურს, ის სას­მე­ლად პირ­და­პირ ონ­კა­ნი­დან მო­ვიხ­მა­როთ, ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის მარ­ტი­ვი გზა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. კერ­ძოდ, წყლის ფილტრა­ცი­ის კომ­პაქ­ტუ­რი და­ნად­გა­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რის­კე­ბი­სა და ზედ­მე­ტი და­ნა­ხარ­ჯე­ბის გა­რე­შე სახ­ლში ყო­ველ­თვის გვქონ­დეს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და ქი­მი­კა­ტე­ბის­გან გა­ფილტრუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე წყა­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მო­იხ­მარს, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბიც, რო­მელ­თათ­ვი­საც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლის მი­წო­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

წყლის დისპენსერი

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ALMA-მ ფილტრა­ცი­ის აპა­რატს და­ა­მა­ტა სა­ბავ­შვო რე­ჟი­მიც, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე და­რე­გუ­ლირ­დეს, რომ ჩვი­ლე­ბის­თვის ფა­ფის ან რძის ნა­რე­ვის მომ­ზა­დე­ბა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცია ბავ­შვის მოვ­ლას კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს და რაც მთა­ვა­რია, ფილტრა­ცი­ის ფუნ­ქცი­ის გამო, მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უკეთ ზრუნ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ასე­ვე, რის­კე­ბის­გან თა­ვის და­სა­ზღვე­ვად, სა­ო­ჯა­ხო აპა­რატს ახ­ლავს ცხე­ლი წყლის ღი­ლა­კე­ბის დაბ­ლოკ­ვის ფუნ­ქცია, რაც ბავ­შვე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი დამ­წვრო­ბის­გან დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ALMA-ს და­ნად­გა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში NAMI8-მ შე­მო­ი­ტა­ნა და ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, და­ნად­გა­რის მონ­ტა­ჟი და მი­წო­დე­ბა უფა­სოა და და­მა­ტე­ბით სერ­ვი­სებ­ში სრუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბაც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი:

„ბა­რე­ბის მოვ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს NAMI8-ს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, არ იღელ­ვონ ფილტრის დრო­უ­ლად შეც­ვლა­სა და აპა­რა­ტის გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე. თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი თა­ვად იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­დის ესა­ჭი­რო­ე­ბა და­ნად­გარს სერ­ვი­სი და ვი­ზიტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს“, - გან­მარ­ტეს NAMI8-ში.

რო­გორ ფილტრავს წყალს ALMA-ს და­ნად­გა­რი?

ALMA-ს ფილტრა­ცი­ის 6 სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სის­ტე­მა რამ­დე­ნი­მე წამ­ში სი­თხი­დან გა­მო­დევ­ნის მი­ნა­რე­ვებს, და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლებ­სა და ელე­მენ­ტებს და სა­ო­ჯა­ხო ბა­რი­დან უკვე ორ­გა­ნიზ­მის­თვის უსაფრ­თხო წყალს გვაწ­ვდის.

წყლის გამ­წმენ­დი მინი ბარი სახ­ლის­თვის შიდა ჭკვი­ა­ნი ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მით სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მო­ვიხ­მა­როთ ცხე­ლი, ცივი თუ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა წყა­ლი. და­ნად­გარ­ზე სენ­სო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რას თა­ვად ვა­რე­გუ­ლი­რებთ, რაც დრო­ის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც გვაძ­ლევს.

წყლის დისპენსერი

წყლის გამ­წმენ­დი ბა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აგა­რა­კებ­ზე, სა­დაც წყლის მა­რაგს ძი­რი­თა­დად, ჭი­დან, წყა­რო­დან ან მდი­ნა­რი­დან ვი­ღებთ. რად­გა­ნაც ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს მათი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა შე­და­რე­ბით უფრო რთუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, თუ სას­მე­ლად მო­ვიხ­მართ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, წყლის ფილტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. NAMI8-ს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წყლის ფილტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რია სწო­რედ ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის, როცა წყლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ ვართ, რაც რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით აგა­რა­კებ­ზე გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

NAMI8 გეგ­მავს, გა­ფილტრუ­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად და­ამ­კვიდ­როს, რაც შე­ამ­ცი­რებს სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ის რის­კებს და თავს უფრო უსაფრ­თხოდ გვაგ­რძნო­ბი­ნებს.

წყლის დისპენსერი

ცოტა რამ NAMI8-ს შე­სა­ხებ: კომ­პა­ნია ებ­რა­უ­ლი ჰოლ­დინ­გის Tsur Group-ის შვი­ლო­ბი­ლია. ის ბუ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, ცალ­კე­ულ მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ბიზ­ნე­სებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის ინო­ვა­ცი­ურ წყლის დის­პენ­სე­რებს სთა­ვა­ზობს. NAMI8-ს იდენ­ტო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია თა­ვად ბრენ­დის სა­ხელს და მის გზავ­ნილს: ნა­მის წვე­თე­ბი არის ყვე­ლა­ზე წმინ­და და სუფ­თა სა­ხის წყა­ლი ბუ­ნე­ბა­ში, ხოლო 8 რო­გორც უსას­რუ­ლო­ბის ნიშ­ნის სიმ­ბო­ლურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად, ისე წყლის აორ­თქლე­ბი­სა და შემ­დეგ დე­და­მი­წა­ზე უკან დაბ­რუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა აღ­ვიქ­ვათ.