მოითხოვე ინდივიდუალური შეთავაზება
დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
- nami8.ge პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები:
nami8.ge პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას პროდუქტის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოთ უკან ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი.
- პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წინაპირობები:
2.1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.
- პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.
2.2. მიწოდებული პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნება/შეცვლას თუ:
- გასულია პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დადგენილი 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღიანი ვადა;
- პროდუქტის მიღების შემდგომ მომხმარებელმა გამოიყენა, დააზიანა, გაანადგურა ან სხვა ფორმით დაუკარგა პროდუქტს ჩვეულებრივი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა.
- პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა და წესები:
3.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიღებული პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნით მიმართოს მესიჯის სახით nami8.ge-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან დაუკავშირდეს ჩვენს მომსახურების ცენტრს ნომერზე *1818, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- შეკვეთის განთავსების თარიღი;
- შეკვეთის მიღების თარიღი;
- მომხმარებლის სახელი/გვარი, მისამართი;
- შეტყობინების გაგზავნის თარიღი.
3.2. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ნამი8-ს მიერ მომხმარებელს უბრუნდება შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგი წესით:
3.2.1. მომხმარებელი აბარებს დასაბრუნებელ პროდუქტს ნამი8-ს მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. წყლის ბარის შემთხვევაში, ნამი8 კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მივა და თვითონ წაიღებს მოწყობილობას ადგილიდან.
3.2.2. ნამი8-ს უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
3.2.3. ნამი8-ს მიერ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს სხვა ფორმით ანაზღაურების მიღებაზე.
3.3. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას, ნამი8-ს მიერ მომხმარებლისათვის პროდუქტის შეცვლა ხდება შემდეგი წესით:
3.3.1. მომხმარებელი აბარებს შესაცვლელ პროდუქტს ნამი8-ს მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
3.3.2. ნამი8 უგზავნის ან სხვა ნებისმიერი ფორმით გადაცემს მომხმარებელს შეცვლილ პროდუქტს მომხმარებლის მიერ შესაცვლელი პროდუქტის დაბრუნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
3.4. მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტის ნამი8-მდე ტრანსპორტირების პირდაპირ ხარჯს იღებს მომხმარებელი.
3.5. იმ შემთხევაში, თუ მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეცვლილი პროდუქციის მიწოდების ხარჯი აღემატება შესაცვლელი პროდუქციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯს, ასეთ შემთხევაში მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს შესაბამისი ფასთა შორის სხვაობა.
3.6 იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ფასი შემცირდა გამოყენების გამო, რომელიც არ უკავშირდება პროდუქტის ბუნებას, მახასიათებლებსა და ფუნქციონალურობას, მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს პროდუქტის ღირებულების შემცირების შედეგად წარმოქმნილი სხვაობა.
3.7 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა ავტომატურად იწვევს მომხმარებლის გამოსვლას დამხმარე ხელშეკრულებიდან და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.