თანამშრომლებზე ზრუნვისთვის - ავტომატური წყლის დისპენსერები და ჰიდრატაციის წახალისება
სამუშაო სივრცეში პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის უამრავი ხერხი არსებობს. თუმცა, აღნიშნულ საკითხში ჰიდრატაციის მნიშვნელოვანი როლი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია. თანამედროვე ოფისისთვის წყლის დისპენსერი შეუცვლელ კომპონენტადაც კი ითვლება უახლესი ტენდენციების მიხედვით. გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანიები უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარ სივრცეში აქტიურად ნერგავენ წყლის სმის კულტურას და აღნიშნული ასპექტის წამახალისებელ ტექნოლოგიებს. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს „Adobe” და მის მიერ არჩეული კორპორატიული განვითარების სტრატეგია. აღნიშნული ბრენდის ოფისების დაგეგმარებისას ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭება როგორც კრეატიული აზროვნებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას, ისე წყლის დისპენსერების დამონტაჟებას ყველასთვის ხელმისაწვდომ წერტილებში. ავტომატური წყლის დისპენსერის დამონტაჟება უფრო მეტია, ვიდრე ჰიდრატაციის კულტურის პოპულარიზების ხერხი. კომპანიების მხრიდან მსგავსი სტრატეგიის გამოყენება საკუთარი პერსონალის კეთილდღეობაზე ზრუნვის სურვილს გამოხატავს.
წყლის დისპენსერი კოგნიტური ფუნქციების სიჯანსაღისთვის
„Adobe”-ს მაგალითზე უკვე აშკარაა, რომ ბრენდის მიერ ჰიდრატაციის წახალისება აუცილებლობას წარმოადგენს ისეთ გარემოში, სადაც კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ხდება. ამასთანავე, „Coca-Cola”-სთვის წყლის დისპენსერები წარმოადგენს მოტივაციის, ენერგიისა და ფოკუსის მაღალი დონის შენარჩუნების საშუალებას. აღნიშნული ბრენდის მხრიდან საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო საოფისე სივრცეებში მოხერხებული და თანამედროვე წყლის დისპენსერების დამონტაჟების პროექტში. წყლის ფილტრები და მათზე მორგებული წყლის დისპენსერები ასეთ დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია. მათი საშუალებით ყოველთვის ხელმისაწვდომია სუფთა და გემრიელი წყალი, რაც დატვირთულ სამუშაო პროცესში სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.
ავტომატური წყლის დისპენსერები და ჰიდრატაციის როლი სამუშაო პროცესში
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მინიმალური დეჰიდრატაციაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს კონცენტრაციის და პროდუქტიულობის დონეს. აღნიშნული პრობლემა ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღების უნარსა და სხვა კოგნიტურ ფუნქციებზეც. შესაბამისად, კომპლექსურ და დინამიურ სამუშაო გარემოში ჰიდრატაციის მაღალი დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა მართლაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. „University of Connecticut“-ის კვლევის მიხედვით, მცირედი დეჰიდრატაციაც კი შესამჩნევ გავლენას ახდენს ხასიათზე, ენერგიის დონეზე და მენტალური სიჯანსაღის ხარისხზე. სწორედ ამიტომ, თანამშრომლების გადაღლილობის თავიდან აცილებაში ავტომატური წლის დისპენსერები საკმაოდ დიდ და პოზიტიურ როლს ასრულებენ. ცნობილი ბრენდების მიერ ჰიდრატაციისთვის მაღალი პრიორიტეტის მინიჭებაც სწორედ სწრაფად განვითარებადი, თანამედროვე და ინოვაციური სამუშაო სივრცის შექმნას ემსახურება.