6-საფეხუარიანი ფილტრაციის სისტემა

ნალექის ფილტრი

აშორებს ისეთ ხილულ მავნე ნაწილაკებს, როგორიცაა ჭუჭყი, ქვიშა, მტვერი და ნამსხვრევები. ასევე ქრება წყლის ამღვრეული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს, წყალში მყარი ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვებით.

ულტრა სიზუსტის ფილტრი

ფილტრავს წყალში არსებული მინარევების 99,9%-ს 0,0001 მიკრონის სიზუსტით. აგრეთვე, შლის ბაქტერიებს, ვირუსებს, მძიმე მეტალებს, ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს.

გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრი

შლის ნაწილაკებს, ქლორს, აორთქლებად ორგანულ ნაერთებს (VOCs) და წყალს აშორებს უსიამოვნო სუნს.

UV LED სტერილიზაცია

აღმოფხვრის მიკროორგანიზმების და ბაქტერიების არსებობას ულტრაიისფერი ტალღის სიგრძის საშუალებით. ის ასევე არღვევს დნმ-ს პათოგენურ მიკროორგანიზმებში, რათა ხელი შეუშალოს ბაქტერიების ზრდის პროცესს.

ტუტე ფილტრი

აშორებს ონკანის წყალში აღმოჩენილ არასასურველ დამაბინძურებლებს და აუმჯობესებს იმუნიტეტს ტუტე წყლის მოხმარებით.

ანტიბაქტერიული ფილტრი

ფილტრაციის საბოლოო ეტაპი განკუთვნილია ბაქტერიების და ვირუსების ნებისმიერი შტამების მოსაშორებლად, და მიკროორგანიზმების ზრდის თავიდან ასაცილებლად. ასევე აცილებს სუნს და აუმჯობესებს გემოს.

წყლის ფილტრაცია, წყლიდან მინარევებისა და დამაბინძურებლების გამოდევნის პროცესია, რის შედეგადაც ვიღებთ სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელ წყალს.
წყალი სუფთავდება ნებისმიერი უსარგებლო, მავნე  ელემენტებისგან,  რჩება მხოლოდ  იდეალურად გაწმენდილი სუფთა წყალი, რომელიც არ შეიცავს დამაბინძურებლებს  და აქვს კარგი გემო!

აუცილებელია წყლის ფილტრაცია , რადგან ყველა წყარო, საიდანაც წყალს ვიღებთ განსხვავებულია. ზოგიერთი წყალი შეიძლება შეიცავდეს მავნე ბაქტერიას, ვირუსებსა და ქიმიკატებს, რომელიც შეიძლება დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. წყლის ფილტრაციის სისტემის გამოყენებით კი შეგიძლიათ დარწმუნდეთ. რომ წყალი რომელსაც მოიხმართ,  არ შეიცავს არანაირ მავნე ნივთიერებებს.

ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა სად სვავთ წყალს, სახლში, სამსახურში თუ  ბუნებაში ლაშქრობისას, წყლის ფილტრაციის სისტემა თქვენი სანდო პარტნიორია  იმისთვის, რომ დარჩეთ ჰიდრატირებული და ჯანმრთელი.

საოფისე ბარის ფილტრები

საოფისე ბარის ფილტრი 1

ნალექის ფილტრი – 5 მიკრონი
მომსახურების პერიოდი: 6 თვე ან 500 გალონი
წყლის მაქსიმალური ნაკადი: 1 GPM

ფუნქციები:

ნალექისგან გამწმენდი ფილტრი წყალში ამცირებს ისეთ ნაწილაკებს,როგორიცაა ჭუჭყი, ქვიშა, ჟანგი და 5 მიკრონზე დიდი ზომის ხილულ მავნე ნაწილაკებს. ფილტრაციის სისტემაში, ნალექის ფილტრი იცავს მემბრანას და ნახშირბადის ფილტრს

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ წყალთან ერთად, რომელიც
მიკრობიოლოგიურად არ არის უსაფრთხო ან ხასიათდება გაურკვეველი
ხარისხით, ასევე, აკრძალულია გამოყენება სისტემამდე შესაბამისი დეზინფექციისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების გარეშე.

საოფისე ბარის ფილტრი 2

ნახშირბადის ბლოკის ფილტრი
მომსახურების პერიოდი: 9 თვე ან 1000 გალონი
წყლის მაქსიმალური ნაკადი: 1 3PM

ფუნქციები:

ნახშირბადის ბლოკის ფილტრი წყალში აქრობს ქლორისა და სხვა ორგანული ნივთიერებებით გამოწვეულ უსიამოვნო სუნსა და გემოს.  გარდა ამისა, აშორებს პესტიციდებს, ჰერბიციტებს და  ქლორის გამხსნელებს.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ წყალთან ერთად, რომელიც მიკრობიოლოგიურად არ არის უსაფრთხო ან ხასიათდება გაურკვეველი ხარისხით, ასევე, აკრძალულია გამოყენება სისტემამდე შესაბამისი დეზინფექციისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების  გარეშე.

საოფისე ბარის ფილტრი 3

ულტრა ფილტრაციის მემბრანა
მიკრონი: 0.01 მიკრონი
მოცულობა: 1,500 გალონი (6,000 ლიტ.)
წყლის მაქსიმალური ნაკადი: 1 GPM

ფუნქციები:

UF ფილტრი წყლიდან აშორებს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა: ვირუსები, მავნე მოლეკულური ნივთიერებები, კოლოიდური ნაწილაკები,  ორგანული და არაორგანული პოლიმერული მოლეკულების 99,99%.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ წყალთან ერთად, რომელიც მიკრობიოლოგიურად არ არის უსაფრთხო ან ხასიათდება გაურკვეველი ხარისხით, ასევე, აკრძალულია გამოყენება სისტემამდე შესაბამისი დეზინფექციისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების  გარეშე.

საოფისე ბარის ფილტრი 4

ნახშირბადის გააქტიურებული ფილტრი
მომსახურების პერიოდი: 9 თვე ან 1000 გალონი
მაქსიმალური წყლის ნაკადი: 1 GPM

ფუნქციები:

ნახშირბადის ფილტრი შთანთქავს ისეთ ორგანულ ქიმიკატებს, როგორიცაა ქლორი და VOC პესტიციდი. ნახშრბადის ფილტრი აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ წყალთან ერთად, რომელიც მიკრობიოლოგიურად არ არის უსაფრთხო ან ხასიათდება გაურკვეველი ხარისხით, ასევე, აკრძალულია გამოყენება სისტემამდე შესაბამისი დეზინფექციისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების  გარეშე.

საოჯახო ბარის ფილტრები

საოჯახო ბარის ფილტრი 1

ულტრა ფილტრაციის მემბრანა და
ACF კომპოზიტი
მიკრონი: 0.01 მმ
წყლის ტემპერატურა: 4-38 °C
წყლის წნევა: 0,1-0,7 მპა
წყლის ნაკადის სიჩქარე: 2-3 ლ/წთ
მოცულობა: 2100 ლ
მომსახურების ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

* UF მემბრანა: შლის  99,59996 ბაქტერიებსა და ვირუსებს. გააქტიურებული ნახშირბადის ბოჭკოვანა (ACF): შთანთქავს ქლორს,  აქრობს უჩვეულო ფერს და უსიამოვნო სუნს. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წყლის გემოს.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ წყალთან ერთად, რომელიც მიკრობიოლოგიურად არ არის უსაფრთხო ან ხასიათდება გაურკვეველი ხარისხით, ასევე, აკრძალულია გამოყენება სისტემამდე შესაბამისი დეზინფექციისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების  გარეშე.
აღნიშნული წყლის ფილტრი შეესაბამება NSF სტანდარტს.

საოჯახო ბარის ფილტრი 2

მიკრონი: 1.0 სთ
წყლის ტემპერატურა: 4-38°C
წყლის წნევა: 0,1-0,7 მპა
წყლის ნაკადის სიჩქარე: 2-3 ლ/წთ
მოცულობა: 2100 ლ
მომსახურების ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

აშორებს ჭუჭყს, კირის ქვიშას, ჟანგს და წვრილ მავნე ნაწილაკებს. ნახშირბადის ბლოკის ფილტრი შთანთქავს ფერებს და უსიამოვნო სუნს. წყალს ასუფთავებს  ქლორისგან, აქროლადი ორგანული ნაერთებისგან (VOCs) და სხვა მავნე მინარევებისგან.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ წყალთან ერთად, რომელიც მიკრობიოლოგიურად არ არის უსაფრთხო ან ხასიათდება გაურკვეველი ხარისხით, ასევე, აკრძალულია გამოყენება სისტემამდე შესაბამისი დეზინფექციისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების  გარეშე. აღნიშნული წყლის ფილტრი შეესაბამება NSF სტანდარტს

იყავით მუდამ ჰიდრატირებული, იყავით ჯანმრთელი!

დაგვიკავშირდით პერსონალური კორპორატიული შეთავაზების მისაღებად