Inspiration

რას წერს მარკეტერი ჩვენზე?

წყლის დისპენსერი

Nami8 – ბრენდი, რომელმაც საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლა დაისახა მიზნად

ჩვენი ორგანიზმის უდიდეს ნაწილს წყალი იკავებს. ყოველდღიურად ვსვამთ წყალს და ხშირად, არ ვუკვირდებით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მისი მიღების ფორმას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვევის შეცვლა რთულია, თუმცა მაინც გამოჩნდა კომპანია, რომელმაც საკუთარ თავზე ეს რთული მისია აიღო. Nami8-მ გადაწყვიტა სიცოცხლისთვის კრიტიკული ეს ელემენტი განსხვავებული ფორმით შემოეტანა ადამიანების ყოველდღიურობაში და ძირეულად შეეცვალა წყლის სმის კულტურა. Nami8 ებრაული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანიაა. ის ბუნებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებით, ცალკეულ მომხმარებლებსა და ბიზნესებს უახლესი ტექნოლოგიის ინოვაციურ წყლის დისპენსერებს სთავაზობს. წყლის სპეციალური ბარების საშუალებით, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის წყლის მიღებაა შესაძლებელი. კომპანისი ბრენდად ჩამოყალიბება საკუთარ თავზე სააგენტო Leavingstone-მა აიღო, შეიმუშავა ბრენდის სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა, რითაც Nami8-მ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილზე – წყლის სმის კულტურაზე უნდა იქონიოს დადებითი გავლენა. როგორ ჩამოყალიბდა Nami8-ს ბრენდი, Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა ლევან ლეფსვერიძემ გვიამბო.

წყლის დისპენსერი

M: როგორი იყო სააგენტოს ბრიფი კომპანიის მხრიდან?

პირველად იყო სიტყვა. Leavingstone-ისა და Nami8-ს ურთერთობა ჩვეულებრივი ბრიფით არ დაწყებულა. დაიწყო სიტყვით. კომპანიის დამფუძნებლებმა გაგვიზიარეს, ამბიცური განზრახვა, რომ გეგმავენ საქართველოში სასმელი წყლის მოხმარების მხრივ პროგრესის შემოტანას. ჩვენთვის ეს გამოწვევა საოცრად შთამაგონებელი აღმოჩნდა. დაეხმარო ბიზნესს, რომ ნულიდან აეწყოს, ბაზარზე სიახლე დანერგოს და თანაც სასარგებლო გავლენა მოახდინოს გარემოზე – ეს სწორედ ის თემაა, რაც „ლივინგსტონში“ ძალიან გვიყვარს. ნაბიჯ-ნაბიჯ დავსახეთ ბრენდის სტრატეგია, შევიმუშავეთ ბაზარზე შესვლის გეგმა და განვითარების გრძელვადიანი ხედვა გავწერეთ.

წყლის დისპენსერი

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე და როგორ ჩამოყალიბდა ბრენდის კონცეფცია?

Nami8 არის ბრენდი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლამდე კომფორტულად მოაქვს ბუნების სიმდიდრე – სუფთა წყალი. საქართველო წყლის ქვეყანაა და ჩვენი ბუნების წყალობით სუფთა წყალი მართლაც უხვად გვაქვს ქვეყანაში. თუმცა თანამედროვე ქართველები ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ნაკლებად ვხვდებით ბუნებაში. ცხოვრების უდიდეს ნაწილს ქალაქში ვატარებთ. ქალაქებში კი ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ჩვენამდე ჩამოღწეული წყალი მთლად წყაროს წყალივით სუფთა აღარ იყოს. ჩნდება საჭიროება, რომ სუფთა წყალი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ადვილად ხელმისაწვდომი გვქონდეს, ბოთლების ყიდვის გარეშე. სწორედ, ამ პრობლემას აგვარებს Nami8. ჩავიფიქრეთ, რომ ეს ბრენდი ბუნების ჰარმონიულობისა და ტექნოლოგიური პროგრესის თანაკვეთაზე აგვეშენებინა.

წყლის დისპენსერი

M: როგორია Nami8, როგორც ბრენდი? რა არის მისი მთავარი გზავნილი მომხმარებლების მიმართ?

Nami8 მომხმარებელს ჰპირდება, რომ მის ცხოვრებას გააუმჯობესებს და ჯანსაღი წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით, ყველანაირ კომფორტს შეუქმნის. სახლში თუ ოფისში, მუდამ გვერდით იქნება, ყოველგვარი სირთულეებისა და ხლაფორთების გარეშე.

წყლის დისპენსერი

M: რაზე იმუშავა სააგენტომ, თანამშრომლობის ფარგლებში?

ლივინგსტონმა იმუშავა ბრენდის სტრატეგიაზე, ვუზუალურ ბრენდინგზე, საინფორმაციო ვიდეოზე, ბაზარზე შესვლის გეგმაზე, საიმიჯო ფოტოებსა და კრეატიულ კამპანიებზე, რასაც უკვე ძალიან მალე იხილავს საზოგადობა. ერთი სიტყვით, ჩვენ Nami8-ის გუნდთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ ბრენდის პოზიციონირებასა და მარკეტინგულ აქტივობებს და დიდი იმედი გვაქვს რომ ბაზარზე შესვლიდან ძალიან მალე ბიზნესის შედეგებითაც ერთად ვიამაყებთ.

M: რას გულისხმობს სახელწოდება Nami8? როგორია ბრენდის მთავარი გზავნილი?

ნამის წვეთები არის ყველაზე წმინდა და სუფთა სახის წყალი ბუნებაში, ხოლო 8, ამ შემთხვევაში, სამყაროს უსასრულობის სიმბოლური გამოხატულებაა. ბაზარზე შესვლის პირველ ეტაპზე, ბრენდს ექნება დინამიკური გზავნილები: „გაფილტრული წყალი, შენი ჯანმრთელობისთვის“, „გაფილტრული წყალი, შენი ოჯახისთვის“, „გაფილტრული წყალი, შენი სილამაზისთვის“, „გაფილტრული წყალი, შენი სიჯანსაღისთვის“… აქცენტი კეთდება ცნობადობის ამაღლებაზე, რომ Nami8-ს შენს ცხოვრებაში გაფილტრული წყალი მოაქვს.

M: როგორია ვიზუალური ბრენდინგის სიმბოლური დატვირთვა?

განვიზრახეთ, რომ ვიზუალურ მხარეს მკვეთრად გამოხატული იდენტობა ჰქონოდა. ფერადი წრეების კომბინაცია, ერთი მხრივ, უნიკალურად დასამახსოვრებელს ხდის ბრენდს, აძლევს თანამედროვე ხასიათსა და მრავალფეროვანი ცხოვრების განწყობას, ხოლო მეორე მხრივ, ასოცირდება წყლის ბუშტუკებთან, რაც სხვადასხვა ნივთზე ბეჭდვის შემთხვევაში, დიდ გასაქანს იძლევა.