Inspiration

ახალი ბრენდი დიდი მიზნით – Nami8 საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლას გეგმავს

წყლის დისპენსერი

წყა­ლი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი სი­თხეა. ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის გა­რე­შე უფრო დიდი ხანი ძლებს, ვიდ­რე წყლის გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ძა­ლი­ან ბევ­რს ჯერ კი­დევ არ გა­აჩ­ნია წყლის სმის შე­სა­ბა­მი­სი კულ­ტუ­რა. სულ ახ­ლა­ხან კი ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წყლის სმის კულ­ტუ­რის პო­ზი­ტი­უ­რად შეც­ვლა გა­და­წყვი­ტა და ეს სა­კი­თხი ხალ­ხს სულ სხვაგ­ვა­რად და­ა­ნა­ხა.

 Nami8 ებ­რა­უ­ლი ჰოლ­დინ­გის Tsur Group-ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა. ის ბუ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, ცალ­კე­ულ მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ბიზ­ნე­სებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის ინო­ვა­ცი­ურ წყლის დის­პენ­სე­რებს სთა­ვა­ზობს. წყლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა,  მა­ღა­ლი ხა­რის­ხის წყა­ლი მი­ი­ღე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კომ­პა­ნი­ას ბრენ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სა­ა­გენ­ტო Leavingstone და­ეხ­მა­რა.                              სწო­რედ Leavingstone-ის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბი­თა და სტრა­ტე­გი­ით გა­იც­ნო Nami8 სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ბრენ­დი შემ­დე­გი    გზავ­ნი­ლე­ბით გა­მოჩ­ნდა ბა­ზარ­ზე: „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“, „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი ოჯა­ხის­თვის“, „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი სი­ლა­მა­ზის­თვის“, „გა­ფილტრუ­ლი წყა­ლი, შენი სი­ჯან­სა­ღის­თვის“…

წყლის დისპენსერი

კომ­პა­ნი­ის იდენ­ტო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია თა­ვად ბრენ­დის სა­ხელ­სა და მის გზავ­ნილ­საც. ნა­მის წვე­თე­ბი არის ყვე­ლა­ზე წმინ­და და სუფ­თა სა­ხის წყა­ლი ბუ­ნე­ბა­ში, ხოლო 8 უსას­რუ­ლო­ბის ნიშ­ნის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

Leavingstone-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე გვი­ამ­ბობს, რომ მათ გა­და­წყვი­ტეს კომ­პა­ნი­ას დიდ ში­ნა­არ­სობ­რივ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბაც ჰქო­ნო­და.

„გან­ვიზ­რა­ხეთ, რომ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი იდენ­ტო­ბა ჰქო­ნო­და. ფე­რა­დი წრე­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცია, ერთი მხრივ, უნი­კა­ლუ­რად და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს ხდის ბრენ­დს, აძ­ლევს თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­სი­ათ­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­წყო­ბას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, ასო­ცირ­დე­ბა წყლის ბუშ­ტუ­კებ­თან, რაც სხვა­დას­ხვა ნივთზე ბეჭდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში დიდ გა­სა­ქანს იძ­ლე­ვა. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ბრენ­დინ­გის გარ­და ლი­ვინგსტონ­მა იმუ­შა­ვა ბრენ­დის სტრა­ტე­გი­ა­ზე, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ო­ზე, ბა­ზარ­ზე შეს­ვლის გეგ­მა­ზე, სა­ი­მი­ჯო ფო­ტო­ებ­სა და კრე­ა­ტი­ულ კამ­პა­ნი­ებ­ზე, რა­საც უკვე ძა­ლი­ან მალე იხი­ლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ერთი სი­ტყვით, ჩვენ Nami8-ის გუნდთან ერ­თად სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ ბრენ­დის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­სა და მარ­კე­ტინ­გულ აქ­ტი­ვო­ბებს. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე ბიზ­ნე­სის შე­დე­გე­ბი­თაც ერ­თად ვი­ა­მა­ყებთ,“ - აღ­ნიშ­ნავს ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე.

წყლის დისპენსერი

სა­ინ­ტე­რე­სოა Nami8-ისა და ლი­ვინგსტო­ნის და­კავ­ში­რე­ბის ის­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, სტან­დარ­ტუ­ლი ბრი­ფით არ და­წყე­ბუ­ლა. ნა­მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ლი­ვინგსტო­ნის დამ­ფუძ­ნებ­ლებს გა­უ­ზი­ა­რეს ამ­ბი­ცი­უ­რი გან­ზრახ­ვა, რომ გეგ­მავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­მე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბის მხრივ პროგ­რე­სის შე­მო­ტა­ნას. კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თვის ეს გა­მოწ­ვე­ვა სა­ოც­რად შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„და­ეხ­მა­რო ბიზ­ნესს, რომ ნუ­ლი­დან აე­წყოს, ბა­ზარ­ზე სი­ახ­ლე და­ნერ­გოს და თა­ნაც სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს გა­რე­მო­ზე – ეს სწო­რედ ის თე­მაა, რაც ლი­ვინგსტონ­ში ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ დავ­სა­ხეთ ბრენ­დის სტრა­ტე­გია, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ბა­ზარ­ზე შეს­ვლის გეგ­მა და გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვა გავ­წე­რეთ. Nami8 არის ბრენ­დი, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მომ­ხმა­რებ­ლამ­დე კომ­ფორ­ტუ­ლად მო­აქვს ბუ­ნე­ბის სიმ­დიდ­რე – სუფ­თა წყა­ლი. სა­ქარ­თვე­ლო წყლის ქვე­ყა­ნაა და ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის წყა­ლო­ბით სუფ­თა წყა­ლი მარ­თლაც უხ­ვად გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად ვხვდე­ბით ბუ­ნე­ბა­ში. ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს ქა­ლაქ­ში ვა­ტა­რებთ. ქა­ლა­ქებ­ში კი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს რის­კი, რომ ჩვე­ნამ­დე ჩა­მოღ­წე­უ­ლი წყა­ლი მთლად წყა­როს წყა­ლი­ვით სუფ­თა აღარ იყოს. ჩნდე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ სუფ­თა წყა­ლი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გვქონ­დეს, ბოთ­ლე­ბის ყიდ­ვის გა­რე­შე. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებს Nami8. ჩა­ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს ბრენ­დი ბუ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სის თა­ნაკ­ვე­თა­ზე აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა,“ - ასე ახა­სი­ა­თებს ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე Nami8-ს.

Nami8 მომ­ხმა­რე­ბელს ჰპირ­დე­ბა, რომ მის ცხოვ­რე­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და ჯან­სა­ღი წყლის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ნა­ირ კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის. სახ­ლში თუ ოფის­ში, მუ­დამ გვერ­დით იქ­ნე­ბა, ყო­ველ­გვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე.